Sunday, July 19, 2015

მეცხრე დღე

ძალიან კმაყოფილი ვარ,
ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინის შექმნასა და გაჯეტების დამატებაზე.ვისწავლე ჩაშენებაც.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. დიდი მადლობა თამუნას საინტერესო ტრენინგისთვის.

Saturday, July 18, 2015

მერვე დღე

საინტერესო დღე იყო.....
პორტფოლიოს ჩეკლისტის მიხედვით ორგანიზება გავუკეთე ჩემს ნამუშევრებს, დავახარისხე ჩემი მასალები, განვათავსე შესაბამის საქაღალდეში და გამოვაქვეყნე ბლოგზე ინტერნეტ-სივრცეში.

Sunday, July 12, 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლე კვლევის ჩატარება ინტერნეტის საშუალებით, გამოვიყენე google ფორმები.ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნასა და მის საჭიროებაზე.ვნახეთ ნიმუშები,დავაკვირდით მის შესაბამისობას მასწავლებლის მოლოდინებთან და გეგმასთან.
გაჩნდა იდეები სავარაუდო ნაშრომოს დიზაინსა და შინაარსზე.

Saturday, July 11, 2015

მეხუთე დღე

გავაკეთე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.ასევე დავწერე შეფასების გეგმა.შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი.

მეოთხე დღე

დღევანდელ დღეს შევავსე  გაკვეთილის გეგმა.დავწერე მიმართულბის მიმცემი კითხვები და ასევე განვიხილე შეფასების ინსტრუმენტები, რომლებსაც ჩემი პროექტისთვის გამოვიყენებ.